ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი გაზდელიანმა საკრებულოს მორიგი სხდომა ჩაატარა.
სხდომაზე განხილული იქნა მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.
თანხმობა მიეცა მერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 24 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ უზურფუქტით გადაცემაზე.
თანხმობა მიეცა მერს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ორი ერთეული ნაგავმზიდი 861 260 00( რვაას სამოცდაერთი ათას ორას სამოცი) ლარის ქონების ა(ა)ი.პ ლენტეხის კომუნალური მომსახურეობა და კეთილმოწყობის სამსახურისთვის გადაცემაზე.



