2025 წლის 6 აგვისტოს გაიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილე დავით პირველი უძღვებოდა.
სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო-სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ.
დამტკიცდა იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება.
მიღებული იქნა გადაწყვეტილება თამარ მეფის ქუჩის გარკვეული ნაწილის დროებით ჩაკეტვის შესახებ.