დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით პირველი უძღვებოდა.
სხდომაზე ცვლილებები შევიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N-20 დადგენილებაში, რომელიც „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს.