ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
სოფელ ნაცულში, ნაცული-მარგვიშის ხიდამდე მისასვლელ გზაზე რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
აღნიშნული გზა ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ ნაცულსა და მარგვიშს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაადგილებას და ხელს უწყობს სოფლების განვითარებას.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 112,581 ლარს შეადგენს.



