6-15 თებერვალს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე საბრძოლო ხელოვნებების ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონმა ლენტეხელმა საბა ბაკურაძემ წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საბას ამ გამარჯვებას და მომავალში უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.

