ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრში, საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი დაესწრნენ.
პატარებთან ერთად მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მშობლებმა და ბაღის თანამშრომლებმაც მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.



