საახალწლო საჩუქარი უხუცეს ქალბატონს

საახალწლო საჩუქარი 100 წლის ხვიჩილა მარგველანმა მიიღო.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერი წლის დადგომა უსურვა და სიმბოლურად საახალწლო კალათა გადასცა.