31 მაისს საქართველოში პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება!
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა მარადი ლიპარტელიანმა და ზვიად ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, ლენტეხში ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია პროფესიულ დღეს ულოცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და მადლობას უხდის მათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული საქმიანობისთვის.







