ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, მოადგილეებთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამსახურების ხელმძღვანელებმა გასული კვირის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.
განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის განხილვასა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
გიორგი გაზდელიანმა სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა.



