ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კეთილმოწყობისა და ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით პირველმა დაათვალიერეს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 336 878 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუზეუმის ტერიტორიის კეთილმოწყობას, ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.


