მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
საკონსულტაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს მიწის სიტემური რეგისტრაციის რეფორმაზე მიეწოდათ ინფორმაცია.
შეხვედრაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.