ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ფეხბურთში მუნიციპალური ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.
ასპარეზობაში გაიმარჯვა სოფელ ხოფურის გუნდმა. მეორე ადგილი ხელედის, მესამე ადგილი კვიცკრის გუნდებმა დაიკავეს.
მატჩი კამპანიის – „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, ლენტეხის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანზე, საუნივერსიტეტო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ექვსმა გუნდმა მიიღო.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ პირველობაში, რომელიც ქალაქ ამბროლაურში გაიმართება.




