სოფელ ხოფურსა და რცხმელურში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოედნებზე მოეწყო ხელოვნური საფარი და სარბენი ბილიკი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფრენბურთის ბადე, განხორციელდა მოედნების შემოღობვისა და შეღებვის სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულებამ 109 458 ლარი შეადგინა და ის რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.







