30 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,ლენტეხობა 2025’’ გაიმართება
ღონისძიების პროგრამა:
13:00 საათი-დაბა ლენტეხში, ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სამხატვრო სკოლის პედაგოგისა და ნორჩი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ასევე შურმან ბენდელიანის სახელობის სკვერში წარმოდგენილი იქნება ბავშვთა გასართობი სივრცე;
15 :00 საათი- სახალხო დღესასწაულის ,,ლენტეხობა 2025’’-ის ოფიციალური გახსნა;
ლენტეხის მუნიციპალიტეტში თენგიზ გაზდელიანის სახელობის მოედანზე ,,ლენტეხობა 2025’’ მონაწილეობას მიიღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყველა თემი, რომელთაც წარმოდგენილი ექნებათ სვანური სამზარეულოს, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეთნოგრაფიული ნიმუშები. აგრეთვე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ამბროლაურის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებიც, რომლებიც მოაწყობენ ეთნოგრაფიული ნიმუშების და კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას;
16:00 საათი- კონცერტი ღია ცის ქვეშ, მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ,,მაშ გამარჯვება ტკბილო სამშობლოვ’’ ფარგლებში გამარჯვებული ანსამბლი ,,სათანაო’’ და რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები;
17:00 საათი- საპატიო ლენტეხელის დაჯილდოების ცერემონია;
18 :00 საათი- გალა კონცერტი ბენდი ,,ღამის შოუს’’ შესრულებით.


