Hotline
ცხელი ხაზი (+995) 599 85 27 25

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი

 

 

 

 

გიორგი გაზდელიანი, დაიბადა 1989 წლის 20 ოქტომბერს. ლენტეხის რაიონში.

ჰყავს  მეუღლე და ორი შვილი.

* 2007 წელს დაამთავრა სოფელ ხელედის საჯარო სკოლა.

* 2011 წელს ქუთაისის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგროეკოლოგიის სპეციალობით.

* იმავე წელს გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

* გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა ტრენინგ კურსები.

 

პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილება:

* 2013 წელს მუშქობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

* 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, აირჩიეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ.

 

* 2017 წლიდან იკავებდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას.

 

* 2013-2014 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

 

* 2016 წელს დაინიშნა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლენტეხის ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად.

 

* 2017, 2018, 2020, 2021 და 2024 წლებში იყო  ლენტეხის საარჩევნო შტაბის უფროსი.

 

* 2017-2024 წლებში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივ კონფერენციაზე, აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.

2025 წლის ოქტომბრიდან არჩეულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად.