ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში კრივის ახალი სექციის ოფიციალურ გახსნას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერმა სექციას გადასცა საჭირო სავარჯიშო — კრივის ტომარა, ხელთათმანები და სხვა საჭირო ინვენტარი, რაც ახალგაზრდებს სრულფასოვანი და უსაფრთხო ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს.
კრივის სექციაში ამ ეტაპზე 15 აღსაზრდელი გაერთიანდა.
,,ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. სპორტი არის საუკეთესო გზა, რომ ახალგაზრდებმა ენერგია სწორ მიმართულებაში გამოიყენონ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებენ, ასევე ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სექციის შექმნაში. გილოცავთ კრივის სექციის გახსნას და წარმატებულ გზას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს!’’- აღნიშნა მერმა.

