
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით ფურელიანი უძღვებოდა, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ბაჩუკი გაზდელიანი ესწრებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხი მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანას შეეხებოდა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. აღნიშნული საკითხი განსახილველად საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილება.
