
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ხათუნა ლიპარტელიანმა წარმოადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2025 წლის ანგარიში.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დააყენა საკითხი ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის N-30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

