ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილის, ლევან ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ხაზი გაესვა სამუშაოების დადგენილ ვადებში ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ ლენტეხის მერია აქტიურ რეჟიმში ახორციელებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე თითოეული პროექტის მონიტორინგს.



