ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სასოფლო გზების მოწყობის სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიადი ლობჟანიძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა, ამჯერად, კახურა-ლასკადურის მიმართულებით გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მოინახულეს.
მიმდინარე სამუშაოებს ,,აენ ჯგუფი’’ ასრულებს, რომლის სახელშკრულებლო ღირებულება 150, 900 ლარს შეადენს.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.