

2025 წლის 14 ნოემბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე – მევლუდ ლიპარტელიანი.
კომისიამ მოისმინა ინფორმაცია, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ.


