ლენტეხის მერი გიორგი გაზდელიანი მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები განიხილა.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზად უნდა შეხვდეს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს. მერის თქმით, გზების თოვლისგან დროული გაწმენდა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, ზამთრის სეზონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ამასთან, ყურადღება დაეთმო საახალწლო ღონისძიებებსა და ქალაქის სადღესასწაულოდ მორთვის პროცესის მიმდინარეობას. აღინიშნა, რომ საახალწლოდ დაგეგმილი აქტივობები ქალაქში მცხოვრები ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.
ყურადღება დაეთმო მიმდინარე და 2026 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
მუნიციპალიტეტში პროექტებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის ხაზი გაესვა მერიის სტრუქტურაში შემავალ სამსახურებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.



