ლენტეხში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ერეკლე საღლიანისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე პოეტის, ეთნოგრაფისა და მეცნიერის შემოქმედება და ფოლკლორული ნომრები წარადგინეს.
ერეკლე საღლიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს, რომელიც ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის სახლში გაიმართა, ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.



