ჯოკია მეშველიანის სახელობის ლენტეხის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, მარიამ ხაჭვანის ფილმის ,,დედეს’’ ჩვენება გაიმართა.
მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,დედე’’ ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვის ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.
,,დედეს’’ ასევე აღებული აქვს იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოდაჯილდოებაზე.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი, ზვიად ლობჟანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.





