ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების ჩართულობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავდა სკვერები, ქუჩები და სხვადასხვა უწყებების მიმდებარე ტერიტორიები.
მსგავსი ხასიათის აქციებს ლენტეხის მერია პერმანენტულად გამართავს.

