

სპორტული ღონისძიებების გარდა, გაიმართა კულტურული აქტივობები: ლენტეხის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, აქვე ჩატარდა მოსწავლეთა შეჯიბრი ჭადრაკში, ხოლო, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გამართულ კონცერტში ლენტეხის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, მუსიკალური სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.