
დღეს, 25 ნოემბერს, გაიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომაზე განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მომზადებული შენიშვნები და რეკომენდაციები.
განხილვის შედეგად, ბიურომ შეიმუშავა შესაბამისი დასკვნა, რომელიც მერიას გადაეგზავნება.
ბიურომ დაამტკიცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების 2026 წლის სამუშაო გეგმები.

