ანა ლაშხელი-ონიანის საღამო

✅31 მარტს, ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა ქართველი პოეტის, ანა ლაშხელი-ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა.
✅მას დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა. მწერალი, რომელმაც უამრავი სითბო დაგვიტოვა. მისი ნოველები, ჩანახატები ადამიანს დიდი ემოციითა და სიყვარულით ავსებს.
✅ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, მერიის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.
✅საღამოზე ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წაიკითხეს პოეტის ლექსები, ჩანახატები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. ერთმანეთს გაუზიარეს მოგონებები. ახალგაზრდა პოეტი გულთბილად გაიხსენა ბავშვობის მეგობარმა მარინა ლობჟანიძემ.
✅ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ. თითოეული გამომსვლელის მიზანი იყო მსმენელამდე მიეტანა ანას კეთილი სული, ემოცია და განცდა.
✅საღამო მუსიკალურად გაალამაზა ლაშხეთის მგალობელთა გუნდმა(ხელმძღ: კახა გაზდელიანი).
✅ღონისძიების ბოლოს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა ლუიზა ხვადაგიანმა მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა ანას ოჯახს, მონაწილეებს ( მუნიციპალიტეტის N1, N2, ჟახუნდრის, სასაშის, მელეს, ჩიხარეშის საჯარო სკოლას) და დამსწრე საზოგადოებას.