ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალსადენების რეაბილიტაცია

ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები.

17 მაისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რამაზ ქურასბედიანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა  ლენტეხის სოფლების  წყალსადენის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელებში: ლექსურა, გიოშერის უბანი, სოფ. მელურა ნაკიდოშერის უბანში და მელურაში  წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ასრულებს შპს  „  ჯი თი ჰოლდინგი“. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება შეადგენს 129489,76 ლარს.

აღნიშნული პროექტი დაბა ლენტეხის მიმდებარე სოფლებში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას ემსახურება, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხიც.