თბილისში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, 60 კგ წონით კატეგორიაში, ახალგაზრდა ლენტეხელმა სპორტსმენმა გიორგი ჩანქსელიანმა შესანიშნავი ასპარეზობა აჩვენა, ყველა მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩანქსელიანის გამარჯვება განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ტურნირში მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტები იღებდნენ. მისი ტექნიკა, სწრაფი რეაქცია და ტაქტიკური ოსტატობა განსაკუთრებულად გამოირჩეოდა შეჯიბრის მსვლელობისას.
ფინალურ შეხვედრაში გიორგი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა თავდაჯერებულობამ, შეუპოვრობამ და წარმატებულად გამოყენებულმა ილეთებმა მას გამარჯვება მოუტანა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გიორგის მიღწეულ შედეგს და კვლავ წარმატებას უსურვებს მომავალ ასპარეზობებში.