რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის შეაჯამეს გასული წელი და აღნიშნეს, რომ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის 2024 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი და დატვირთული იყო სხვადასხვა პროექტებით.
გარდა ამისა, რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე 2025 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთისანი, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.