ქალაქ ხონში, თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ სარდლობის მეექვსე საარტილერიო ბრიგადაში, ლენტეხის №1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ღია კარის დღეზე იმყოფებიან.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამანიპულაციო ოთახი, სიმულაციური ოთახი, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება და სხვა სამხედრო ტექნიკა.
„ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია,“ – განაცხადა სამხედრო აღრიცხვისა და რეკრუტირების ლენტეხის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, კობა გუგავამ.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ლენტეხის მუნიციპალური განყოფილება მადლობას უხდის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას უფასო ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის.“