
სტიქია
გადაუღებელი წვიმების შედეგად, დღეს ჩოლურ-ლაშხეთის საზღვარზე, ადიდდა მდინარე ხეშკურა და მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, რის გამოც აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია.
პრობლემების მოსაგვარებლად, ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილები – გიორგი მაქარაშვილი და ლასა ჭიჭინაძე.
მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და ამ წუთებში მიმდიანრეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები.