სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

✅ახალი ეკონომიკური აქტივობებისა და ახალგაზრდობის სტიმულირების მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის-სპორტკომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
✅სამუშაოების პირველი ეტაპზე პროექტით გათვალისწინებულია- Სახურავის მოწყობა, კედლების მოპირკეთება მოჭიქული ფილებით, მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების მოწყობა. Შეკიდული ჭერი, იატაკის მოწყობა გრანიტის ფილებით, ეზოში ბორდიურების, ლითონის ღობის და ჭიშკრის, წყლის სისტემები და კანალიზაციის მოწყობა.
✅სამუშაოებს შ.პ.ს ,,ამხანაგობა დარგი+’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 737, 700 ლარია. სამუშაოები ინტეგრირებული საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.