სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველეზე, მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ლაშხეთის, ჩოლურისა და ცანა-ზესხოს თემს სრულყოფილად აღჭურვილი სასწრაფო ჯგუფი მოემსახურება. რომელიც სოფელ ჟახუნდერში იმორიგევებს და მოსახლეობისათვის მისამართზე უმოკლეს ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.
სასწრაფოს მორიგე ჯგუფი განთავსდა სოფელ ჟახუნდრის ამბულატორიის შენობაში.
სიტუაციას ადგილზე გაეცნო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალის მენეჯერი ანა ლიპარტელიანი.
,,ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, ლენტეხის მერიის ინიციატივით და გადადუდებელი დახმარების ცენტრის თანადგომით გადაწყდა, რომ სოფლის მოსახლეობას სრულად აღჭურვილი სასწრაფო-სამედიცინო Ჯგუგი მოემსახურება და ამასთანავე, ოჯახის ექიმები მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ ამბულატორიულ დახმარებას.’’-განაცხადა მერის პირველმა მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა.