დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეm გიორგი გაზდელიანმა საკრებულოს მორიგი სხდომა ჩაატარა. სხდომას ესწრებოდნენ რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი.
სხდომაზე მოისმინეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის თაობაზე, ანგარიში შეფასდა დადებითად.
შევიდა ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N-20 დადგენილებაში.
ასევე ცვლილება შევიდა ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ბაზრობების რეგურირების წესის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 თებერვლის N 03 დადგენილებაში.
საკრებულოს წევრთა მიერ მოწონებულ იქნა 2025 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა.
შევიდა ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის N 2 დადგენილებაში.
დამტკიცდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონების ნუსხა.