საკრებულოს სხდომა
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით შევიდა ცვლილება ,,2024 წლისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების N 1 დანართში.
შევიდა ცვლილება ,, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი მუაშის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირების თაობაზე’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 31 მარტის გ.97.97230901 განკარგულებაში.
დამტკიცდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ქონების ნუსხა.
მოსმენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ანგარიში 2024 წლის 9 თვეში გაწეული მუსაობის შესახებ და მოსმენილი ანგარიში შეფასდა დადებითად.
მიღებული იქნა განკარგულება 2025 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.