საკრებულოს სხდომა
დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ზვიად ლობჟანიძე, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლები.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების ხმათა უმრავლესობით შევიდა ცვლილება მერიის და საკრებულოს 2024 წლის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N-30 და N-31 დადგენილებებში.
.