2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. რომელიც ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.
საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში-ფიგურულ ციგურაობაში, სამთო თხილამურობასა და ბიატლონში 8 სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიადის გახსნაზე ლენტეხელი ბიატლონისტები საბა და ნოდარ ონიანები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ შარშან პირველად ლენტეხში ჩატარდა სამოყვარულო შეჯიბრი ,,ბიატლონ სვანეთი 2024″, რომლის გამარჯვებულებიც იყვნენ საბა და ნოდარი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 22 თებერვალს, კურორტ მუაშში ატარებს შეჯიბრებას სპორტის ზამთრის სახეობა-ბიატლონში.
წარმატებებს ვუსურვებთ ლენტეხელ ბიატლონისტებს, ,,2025 წლის ბაკურიანის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე”.