7 აპრილიდან, განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსები) ფუნქციონირება შემდეგი მიმართულებით:
1. ორშაბათს და პარასკევს: ლაშხეთი-ჩოლური- ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი გამოვა სოფელ მელედან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს გავა 18:00 საათზე ლენტეხი- მელეს მიმართულებით.
2. ორშაბათს და ხუთშაბათს: ხელედი-ლენტეხი. დილის 08:30 საათიდან ხელედიდან ლენტეხის მიმართულებით, ხოლო საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი- ხელედის მიმართულებით.
3. სამშაბათს და პარასკევს: ცაგერი-ლენტეხი. დილის 08:00 საათიდან ავტობუსი მოემსახურება მოქალაქეებს ცაგერიდან ლენტეხის მიმართულებით და საღამოს 18:00 საათიდან ლენტეხი ცაგერის მიმართულებით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.