ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

მერის მოადგილეების წარდგენა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.
მერის მოადგილის თანამდებობას მარად ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი დაიკავებენ. მერმა საჯარო სამსახურში მოღვაწეობის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, მუნიციპალიტეტის გაძლიერების საქმეში მათი ჩართულობის პროცესზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მარადი ლიპარტელიანი -სწავლობდა ლენტეხის საშუალო სკოლაში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი — სამართალმცოდნეობა, მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი — პერსონალის მართვა, საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მაგისტრატურა.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა – განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი. ქ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე — განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.
ბერდია ჩანქსელიანი- სწავლობდა ლენტეხის რაიონის საშუალო სკოლაში. დაამთავრა ბალტიის საერთაშორისო აკადემია (Baltic International Academy (BSA) (მაგისტრის ხარისხი)-ბიზნესი და ადმინისტრირება. ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Latvian University) მაგისტრის ხარისხი-ევროპათმცოდნეობა. ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(ბაკალავრი) სამართამცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია-მონიტორინგის სამსახური. საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი-მონიტორინგის სამსახურის მთ. სპეციალისტი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის იურისტი. ქართული დიასპორა ლატვიაში-გამგეობის წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.