
ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თევზის აღნიშნულ სახეობას მოწყვლადის კატეგორია აქვს მინიჭებული. ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით, 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოებას და მდინარეების დათევზიანებას ითვალისწინებს.