ლენტეხ-ხელედის საავტომობილო გზის სამუშაოები
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ლენტეხი-ხელედის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები, რომლის დასრულებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ხელედის მოსახლეობისათვის.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,აპიას’’ ხელმძღვანელი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად ხელედის მოსახლეობას შეხვდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ხელედის საავტომობილო გზის მობეტონების სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დასრულება დეკემბრის თვეშია გათვალისწინებული. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება შეადგენს 4 944 699ლარს.