ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

,,ლენტეხობა-2022”

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,ლენტეხობა 2022″-აღინიშნა.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ
წელს, ,,ლენტეხობა” განსაკუთრებით მასშტაბურად და გრანდიოზულად ჩატარდა.
დილიდან, სადღესასწაულო წირვა აღავლინა და ტრაპეზი აკურთხა ცაგერ-ლენტეხის და ჭყონდიდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ, მეცენატის, გოგი ლიპარტელიანის ქველმოქმედებით აშენებულ დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში.
დაბა ლენტეხში გამართულ სახალხო ზეიმზე, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე დილიდანვე ხალხმრავლობა იყო.
თემების მიხედვით, სპეციალურად, მოწყობილ ,,ფაცხებში” წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათი-ხილი, ბოსტნეული, ადგილობრივი სამზარეულო, მოეწყო კულინარიული და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები.
,,ლენტეხობა-2022’’-ის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, გაიმართა ჩოხოსნების მარში და დაბა ლენტეხის კურთხევა, მოეწყო პატარების მოდების ჩვენება, მუსიკალური სანახაობები, წაიკითხეს ლექსები და აირჩიეს საპატიო მოქალაქეები.
მოზეიმე ხალხს შეუერთდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებმაც დაათვალიერეს პავილიონები, დააგემოვნეს სვანური სამზარეულო, დალოცეს მასპინძლები და მოისმინეს მათი გულწრფელი ლოცვა.
დღესასწაულს დაესწრნენ და საზოგადოებას ლენტეხობა მიულოცეს: მხარის რწმუნებულ-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ,გუბერნატორის პირველმა მოადგილე ქრისტინე კობახიძემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა. ღონოსძიებას ასევე, ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ლენტეხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ოთხ მოქალაქეს: თემური ბაბლუანს, გურამ გუნავას, ვახტანგ ონიანს და დიმიტრი აბდუშელიშვილს, რომელმაც რაიონს საჩუქრად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეანიმობილი გადასცა.
მადლობის სიგელები გადაეცათ ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ექიმებს: ციური ჯანხოთელს, ნოდარ ბაბლუანს, ნორა ავალიანს, ანიკო ლიპარტელიანს, ნანუშა მუსელიანს, ნაზიკო ფერელიანს და გიული ტვილდიანს.
,,ლენტეხობა-2022’’ გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.