დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა” კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე დალი ტვილდიანი და ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, მაჟორიტარ დეპუტატებთან და თემებში მერის წარმომადგენლებთან ერთად.

კომისიის სხდომაზე განიხილეს საკითხი- ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარე განათებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების თაობაზე.