ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიდის მიმართულებით მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზისა და საგზაო ზღუდარების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს შ.პ.ს ,,მეკა” ასრულებს, სახელშეკრულებო ღირებულება კი 207 973 ლარს შეადგენს. მონიტორინგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა – დავით პირველმა, მევლუდ ლიპარტელიანმა და დაბა ლენტეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქურასბედიანმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაათვალიერეს.