ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა სამსახურის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა.
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ძირითადად რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. როგორც მან აღნიშნა, სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები წელსაც გრძელდება.
მერმა სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
სამსახურის უფროსებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დაავალა.
შეხვედრაზე ასევე, იმსჯელეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გენერალურ გეგმის შემუᲨავებაზე, რომელიც მომავალში ლენტეხის მუნიციპალიტეტის განვითარებას განსაზღვრავს.