ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიური პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალური პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა სახის დახმარებების გაცემას.
2021 წლის 26 თებერვლის 04 დადგენილების საფუძველზე, მიმდინარე წლის ივნისში, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 58 ბენეფიციარს.
დაფინანსდა 15 ბენეფიციარის გამოკვლევა და ოპერაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტოში, ვიზუალური-გეოლოგიური დასკვნისათვის, გაიგზავნა მოთხოვნა 12 ოჯახზე.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გადაიგზავნა, 5 ოჯახის დაზიანების კატეგორია შესაბამისი ფოტომასალით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა, რომელიც ყოველთვიურად მიმდინარეობს.