ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში ემზარ ონიანის სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი; გრანიტის ქვის დეკორატიული ღობე; მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეები და პანდუსები; კიბეებზე ლითონის სახელურები; გრანიტის ბორდიურები; ქვაფენილი; განათება; საბავშვო მოედანზე ატრაქციონი; ასფალტო-ბეტონის საფარი; ფანჩატური და ემზარ ონიანის სახელობის მემორიალური ქვა.
სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და შ.პ.ს ,,ბიელი’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 334, 431 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მონიტორინგის მიზნით ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი გაეცნო.