25 მაისს, ჩოლურის თემის, სოფელ მამში (ედიყი), ლენტეხის მერიისა და გაბო(ოლეგ) ბაბლუანის ორგანიზებით, ჩატარდა საყოველთაო დღესასწაული “ედიყობა 2023”.
დღესასწაული ედიყის ამაღლების სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო და სპორტული აქტივობებით გაგრძელდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა.
შეჯიბრი გაიმართა დოღში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით: პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცა ცხენი (ჯანხოთლი ლევანი), მეორე ადგილის მფლობელს -უნაგირი (ონიანი ნიკოლოზ), მესამე ადგილზე გასულს- აღვირი (გაბიანი თორნიკე).
ასევე გაიმართა ქართულ ტრადიციული ხორც-პროდუქტების დაგემოვნება.
,,ედიყობა’’ სახალხო დღესასწაულია და ის ყოველ წელს ამაღლების დღსასწაულზე იმართება.